იტალიასა და ესპანეთში „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ეჭვმიტანილი პირები დააკავეს

იტალიის სამართალდამცველებმა ორი პირი დააკავეს, რომლებიც „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში არიან ეჭვმიტანილები. დაკავებულთა ვინაობას პოლიცია არ ასახელებს. ცნობილია, რომ ესენი არიან: 27 წლის პაკისტანელი და 35 წლის ტუნისელი, რომლებმაც“ტვიტერში“ ექაუნტი შექმნეს და „ისლამური სახელმწიფოს“ სახელით რომის და მილანის ტურისტულ ადგილებში ტერაქტების მოწყობით იმუქრებოდნენ.
„ეს პირები „ისლამური სახელმწიფოს“ მხარეზე შეიარაღებულ კონფლიქტში მონაწილეობის მოწოდებით გამოდიოდნენ, ხოლო თუ იქ ჩასვლა ვერ მოხერხდებოდა, იტალიის ტერიტორიაზე მოქმედებას გეგმავდნენ“, – განაცხადა იტალიის ანტიტერორისტული სამსახურის ხელმძღვანელმა ლამბერტო ჯანინიმ.
„ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებული პირის დაკავების შესახებ ესპანეთის ხელისუფლებამაც განაცხადა. ამ ინფორმაციის მიხედვით, 29 წლის მამაკაცი სირიასა და ერაყში გასაგზავნად მოხალისეების გადაბირებით იყო დაკავებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები