კოსმოდრომ „ბაიკონურიდან“ რუსული კოსმოსური ხომალდი აფრინდა

რუსული კოსმოსური ხომალდი „სოიუზ ТМА-17М“ კოსმოდრომ „ბაიკონურიდან“ აფრინდა. მის ბორტზე საერთაშორისო ეკიპაჟი იმყოფება, რომელშიც რუსი კოსმონავტი ოლეგ კონონენკო, იაპონელი ასტრონავტი კიმია იუი და NASA-ს წარმომადგენელი ჩელ ლინდგრენი იმყოფებიან. საერთაშორისო კოსმოსურ სადგურთან მიერთების შემდეგ ისინი ორბიტაზე 163 დღე-ღამეს გაატარებენ. ეკიპაჟს დეკემბერში რუსეთის და აშშ-ს საერთაშორისო ექსპედიცია შეცვლის.
„სოიუზის“ სტარტი 26 მაისს უნდა შემდგარიყო, მაგრამ სატვირთო კოსმოსური ხომალდის „პროგრესის“ ავარიის გამო ის გადაიდო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები