ზღულაძე – ზაფხულის ბოლომდე კიევში სახელმწიფო ავტოინსპექცია აღარ იქნება
ზაფხულის ბოლოსთვის კიევში სახელმწიფო ავტოინსპექცია(ГАИ) აღარ იქნება. ამის შესახებ ჟურნალისტებს უკრანის შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ეკა ზღულაძემ განუცხადა.
„ძალზე მალე, უკვე ზაფხულში ГАИ კიევში გაუქმედება. დეპარტამენტი დარჩება, რადგანაც ის პასუხს აგებს იმ კომპონენტებზე, რაც ქვეყნის სხვა რაიონებში არსებობს. რაც შეეხება საპატრულო პოლიციას, ის ეტაპობრივად შეიქმნება სხვადასხვა ქალაქში. შესაბამისად, ამ დასახლებულ პუნქტებში ГАИ გაუქმდება“, – განაცხადა ზღულაძემ.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ უკრანის შინაგან საქმეთა მინისტრმა არსენი ავაკოვმა ეკა ზღულაძეს უკრანის ახალი საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელის პოსტი შესთავაზა, თუმცა ზღულაძემ განაცხადა, რომ მინისტრის მოადგილის პოსტის დატოვებას ამ ეტაპზე არ აპირებს.