იგორ კოლომოისკი სააკაშვილს სასამართლოში უჩივლებს
უკრაინელი ოლიგარქი იგორ კოლომოისკი ოდესის ოლქის გუბერნატორს მიხეილ სააკაშვილს სასამართლოში უჩივლებს. ამის შესახებ „რბკ-უკრაინა“ იუწყება.
„მე სააკაშვილს სასამართლოში ვუჩივლებ, მან განაცხადა, რომ კონბტრაბანდასთან ჩემი კავშირის შესახებ მასალები გააჩნია, ეს კი ძალზე სერიოზული ბრალდებაა“, – ამბობს კოლომოისკი.
შეგახსენებთ, ოდესის ოლქის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მას აქვს საკმარისი მტკიცებულება ოდესის პორტში კონტრაბანდასთან იგორ კოლომოისკის კავშირის შესახებ. ასევე მან აღნიშნა, რომ საქართველოში მისი პრეზიდენტობის პერიოდში კოლომოისკი მისი გუნდის წევრებს ქრთამს სთავაზობდა.