ავღანეთში მომხდარ აფეთქებას 15 ადამიანი ემსხვერპლა

სულ მცირე 15 ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაიჭრა ავღანეთის სახმრეთ ნაწილში, პროვინცია ფარიაბში მომხდარი ტერაქტის შედეგად. ამის შესახებ „ალ-ჯაზირა“ ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით იუწყება.

ამ ინფორმაციის მიხედვით აფეთქება ბაზარში დილის საათებში მოხდა, სადაც ბევრი ადამიანი იმყოფებოდა. თვითმხილველთა თქმით, თვითმკვლელმა ტერორისტმა მოტოციკლით ბაზრის ცენტრში აიფეთქა თავი.

სხვა წყაროების ინფორმაციის მიხედვით, დაღუპულთა რაოდენობა შეიძლება მეტი იყოს, ვინაიდან აფეთქება ძალზე ძლიერი იყო. ტერაქტზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები