რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებში „ედინაია როსიას“ სიის პირველი ნომერი დიმიტრი მედვედევი იქნება
რუსეთის პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი 2016 წლის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებში „ედინაია როსიას“ საარჩევნო სიის პირველი ნომერი იქნება. გაზეთ „იზვესტიას“ ცნობით, პარტიის ლიდერის წარდგენა ოფიციალურად „ედინაია როსიას“ ყრილობაზე მოხდება, რომელიც, სავარაუდოდ, მომავალი წლის დასაწყისში გაიმართება.
გამოცემის ინფორმაციით, 2007 წლიდან „ედინაია როსიას“ სიის პირველი ნომერი ყოველთვის პრეზიდენტი იყო, თუმცა ახლა ეს „ტრადიცია“ იცვლება. ამით ფაქტობრივად პრეზიდენტი ზეპარტიული ფიგურა გახდა, რომელიც, ბუნებრივია, „ედინაია როსიას“ ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაში მონაწილეობს.
15 ივლისს პრეზიდენტმა პუტინმა ხელი მოაწერა კანონს სახელმწიფო სათათბიროს არჩევნების გადმოტანის შესახებ 2016 წლის დეკემბრიდან სექტემბერზე. ეს დოკუმენტი მოამზადეს დუმის ფრაქციებმა: „ედინაია როსიამ“, ლიბერალურ-დემოკრატიულმა პარტიამ და „სპრავედლივაია როსიამ“.