აზერბაიჯანის რამდენიმე საკურორტო ზონაში „შორტით“ სიარული აიკრძალა

აზერბაიჯანში ერთდროლულად ორ დასასვენებელ ზონაში მოქალაქეებს „შორტით“ სიარული აეკრძალათ. ამის შესახებ Baku.ws-ი იუწყება.
ამ ინფორმაციის მიხედვით, საუბარია დასასვენებელ ადგილებზე: «Amore» და «Kalyon».
ინფორმაციას ერთ-ერთი თვითმხილველი ელნურ მამედოვი ავრცელებს. მისი თქმით, ის რამდენიმე სტუმართან ერთად პლაჟზე მივიდა, რათა აზერბაიჯანული სამზარეულოს კერძები გაესინჯათ.
«Amore» და «Kalyon»-ში ეს ჯგუფი არ შეუშვეს „არასათანადო დრეს-კოდის გამო“.
„ამ აკრძალვის გამო ტურისტები შოკში ჩავარდნენ. ეს ხომ ზღვის სანაპიროა, სადაც ყველა ან საცურაო კოსტიუმით, ან ტრუსით დადის. მე ძალიან შემრცხვა ამ ადამიანების წინაშე“, – წერს მამედოვი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები