თურქეთში მომხდარი ტერაქტის შემდეგ საპროტესტო აქციები იმართება

თურქეთის ქალაქ სურუჩში მომხდარი ტერორისტული აქტის შემდეგ, რომელსაც 30-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, ქვეყანაში საპროტესტო აქციები გაიმართა.
მიუხედავად იმისა, რომ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ტერორისტული შეტევა დაგმო, ხოლო პრემიერმა აჰმედ დავუთოღლუმ სირიის საზღვარზე უსაფრთხოების დამატებითი ზომების განკარგულება გასცა, მასობრივმა პროტესტებმა მთელი თურქეთი მოიცვა. აქციის მონაწილეებმა ქვეყნის ხელისუფლება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში დაადანაშაულეს. პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ხელკეტები, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.
როგორც „ბი-ბი-სი“ იუწყება, ბოლო დროს თურქეთის ხელისუფლებამ, რომელიც აქამდე ტერორისტების ქმედებას საკმაოდ ლოიალურად უყურებდა, ანტიტერორისტული ზომები გაააქტიურა. შესაძლოა, ტერაქტი ძალოვანი უწყებების მოქმედებაზე საპასუხო რეაქცია იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები