ბაღდადში მომხდარ აფეთქებებს 20 ადამიანი ემსხვერპლა
ერაყის დედაქალაქში მომხდარ ორ აფეთქებას სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა. სააგენტო „ფრანს პრესის“ ინფორმაციით, ალ-ჯადიდას რაიონში დანაღმული ავტომობილი აფეთქდა, რის შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა და 43 დაიჭრა.
მეორე აფეთქება ზაფარანიას რაიონში მოხდა, რომელსაც ორი ადამიანი ემსხვერპლა და ცხრა დაიჭრა. ჯერჯერობით არცერთ დაჯგუფებას ტერაქტებზე პასუხისმგებლობა არ აუღია.