პაკისტანში წყალდიდობის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა

სულ მცირე 14 ადამიანი დაიღუპა პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მომხდარი ძლიერი წყალდიდობის შედეგად. წყალდიდობა ძლიერმა წვიმებმა გამოიწვია, რომლებიც ახლაც გრძელდება. ქვეყნის საგანგებო სიტუციათა სააგენტოს ინფორმაციით, სტიქიის შედეგად 200 ათასზე მეტი ადამიანი დაზარალდა.
გასულ წელს ჩრდილოთ პაკისტანში და ინდოეთში მომხდარი წყალდიდობის შედეგად, საერთო ჯამში, 440 ადამიანი დაიღუპა. მიმდინარე წლის ივნისში კი უჩვეულო სიცხის გამო ასევე პაკისტანსა და ინდოეთში 2 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები