ჟან-პოლ ბელმონდო და ბრიჯიტ ბარდო საზოგადოების წინაშე ერთად გამოჩნდნენ

ცნობილი ფრანგი კინოვარსკვლავები – 82 წლის ჟან-პოლ ბელმონდო და 80 წლის ბრიჯიტ ბარდო ქალაქ სან-ტროპეს ერთ-ერთ ვილაზე ერთად გამოჩნდნენ.
ბარდოს და ბელმონდოს ერთ ფილმში არასოდეს უთამაშიათ. ამის მიუხედავად, ისინი დიდი ხნის მეგობრები არიან. ბელმონდო მხარს უჭერდა ბარდოს ბრძოლას ცხოველების უფლებების დაცვაში. ბოლო დროს ასაკის გამო ისინი იშვიათად ხვდებოდნენ. სან-ტროპეში შეხვედრა ძალზე თბილი იყო. როგორც თვითმხილველები ამბობენ, ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ ბარდო და ბელმონდო არასოდეს დაშორებულან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები