სირიას ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანება სურს

სირიისა და რუსეთის ხელისუფლება აწარმოებენ მოლაპარაკებას ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში არაბული რესპუბლიკის შესვლის შესახებ. ამის თაობაზე რუსული მედია იუწყება.
„ჩვენ ამაში კონკრეტულ სარგებელს ვხედავთ. მეგობარ სახელმწიფოებთან ურთიერთობების გამტკიცება მათთან ეკონომიკურ და სავაჭრო ურთიერთობებს გაამარტივებს“, – განაცხადა სირიის პრემიერ-მინისტრმა ვაილ ალ-ხალკიმ.
სირიის პრემიერმა ასევე განაცხადა, რომ მოსკოვსა და დამასკოს შორის უკვე ხელმოწერილია შეთანხმებები გაზის გადამამუშავებელი ქარხნების, ირიგაციული ნაგებობებისა და ელექტროქვესადგურების მშენებლობის შესახებ.
დამასკო ასევე აწარმოებს მოლაპარაკებას რუსეთთან და ბელორუსიასთან ახალი კრედიტების გამოყოფის შესახებ. სირიის ხელისუფლება იმედოვნებს, რომ ეს საშუალებას მისცემს ამ ქვეყანას, შიდა ბაზარი და ეკონომიკური პროცესები განავითაროს.
შეგახსენებთ, რომ სირიაში უკვე მეოთხე წელია სამოქალაქო ომი გრძელდება. ქვეყნის ტერიტორიას ფაქტობრივად რამდენიმე დაჯგუფება აკონტროლებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები