ყირგიზეთმა ამერიკის შეერთებულ შტატებთან შეთანხმების დენონსაცია მოახდინა
ყირგიზეთის პრემიერ-მინისტრმა ტემირ სარიევმა ხელი მოაწერა მთავრობის დადგენილებას აშშ-თან 1993 წლის შეთანხმების დენონსაციის შესახებ. ეს დოკუმენტი ითვალისწინებდა ამერიკული ტვირთებისთვის საგადასახადო შეღავათებს და ყირგიზეთში აშშ-ს სამხედროებისა და სამოქალაქო პერსონალისთვის დიპლომატიურ სტატუსს.
ეს რეჟიმი ასევე მოქმედებდა აშშ-ს ნებისმიერი კერძო და სამთავრობო ორგანიზაციის მიმართ, რომლებიც აშშ-ს მხარდაჭერის პროგრამებზე იყვნენ პასუხისმგებლები. შეგახსენებთ, რომ 2015 წელს ყირგიზეთი ევროზიული ეკონომიკური თანამშომლობის კავშირს შეუერთდა.