ჩეჩნეთში ავტოავარიის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა
ჩეჩნეთის ვედენოს რაიონში მიკროავტობუსი ხრამში გადავარდა. ავარიის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა და 6 დაშავდა. სამართალდამცველების ცნობით, „გაზელის“ მარკის მიკროავტობუსი 200 მეტრის სიღრმის ხრამში ჩავარდა. ის ხასავიურტიდან დაღესტნის სოფელ ანდიში მიდიოდა. ავარიის მიზეზები უცნობია, მიმდინარეობს გამოძიება.