ოდესაში ბარი ააფეთქეს

ოდესის ერთ-ერთ ბარში აფეთქება მოხდა. ოდესის მილიციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბარ „ლიბერტინში“ მომხდარი აფეთქების შედეგად დაცვის თანამშრომელმა ჭრილობა მიიღო. შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად გაირკვა, რომ უცნობმა პირმა ბარში ხელყუმბარა შეაგდო, რომლის ფრაგმენტებიც ექსპერტებმა აღმოაჩინეს. აფეთქების შედეგად ჩაიმსხვრა მინები და დაზიანდა შესასვლელი კარები.
შეგახსენებთ, რომ 2 ივლისს ოდესაში აფეთქება „ანგელოვების“ ბართან მოხდა. მაშინ დაზიანდა შენობის ფასადი და კარები, ხოლო მიმდებარე შენობებში მინები ჩაიმსხრა. ექსპერტებმა დაადგინეს, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობის სიმძლავრე 450-600 გრამ ტროტილს შეადგენდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები