თურქეთის ქალაქ სურუჩში მომხდარი ტერაქტის ამსახველი ვიდეო ინტერნეტში გავრცელდა (ვიდეო)
ინტერნეტში გავრცელდა თურქეთის ქალაქ სურუჩში ორშაბათს მომხდარი ტერქატის ამსახველი ვიდეო, რომელიც შემთხვევით არის გადაღებული. ვიდეოზე ასახულნი არიან სურუჩის კულტურის ცენტრთან შეკრებილი ადამიანები, რომლებიც სირიის ქალაქ კობანიში გასამგზავრებლად ემზადებიან. შემდეგ ჩანს აფეთქების მომენტი.
შეგახსენებთ, რომ თურქეთის ისტორიაში ბოლო დროის ყველაზე მასშტაბური ტერორისატული შეტევის შედეგად 31 ადამიანი დაიღუპა და ასზე მეტი დაიჭრა. თურქეთის სამართალდამცველი ორგანოების ცნობით, აფეთქება 18 წლის თვითმკვლელმა ტერორისტმა გოგომ მოაწყო, რომელიც ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ იყო დაკავშირებული.