ჩინეთის ყოფილი პრეზიდენტის თანაშემწე კორუფციაშია ეჭვმიტანილი
ჩინეთის ყოფილი პრეზიდენტის უფროს თანაშემწეს ლინგ ცზიხუას კორუფციის ბრალდებით სისხლის სამართლის დევნა ემუქრება. ამის შესახებ „ნიუ-იორკ ტაიმსი“ იუწყება.
ამჟამად ის გარიცხულია ჩინეთის კომუნისტური პარტიიდან და თანამდებობიდან გათავისუფლებულია.
58 წლის ჩინოვნიკის წინააღმდეგ ბრალდებები პარტიის პოლიტბიუროს მიერ შიდა გამოძიების ჩატარების შემდეგ გაჩნდა. ეს გამოძიება გასული წლის დეკემბერში დაიწყო. საკითხის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ლინგ ცზიხუა „ქრთამს იღებდა და შიდაპარტიულ ინფორმაციას არასწორად იყენებდა“.
გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ ცზიხუას შვილი 2012 წელს ავტოსაგზაო შემთხვევაში მოხვდა, რის შედეგად ორმა ქალმა სხეულის დაზიანება მიიღო. ეს ფაქტი დაზარალებულების ნათესავებისთვის გადახდილი ქართამების მეშვეობით მიიჩქმალა.