„ლუფტჰანზას“ ავიალაინერი უპილოტო თვითმფრინავთან შეჯახებას გადაურჩა

ვარშავის აეროპორტის სიახლოვეს კომპანია „ლუფტჰანზას“ ავიალაინერმა უპილოტო საფრენ აპარატთან უშუალო სიახლოვეს ჩაიფრინა. ამის შესახებ სააგენტო „ასოშიეიტედ პრესი“ იუწყება.
ინციდენტი ორშაბათს საღამოს მოხდა. ამ ინფორმაციის მიხედვით, დრონსა და ლაინერს შორის, რომელიც ვარშავაში მიუნხენიდან მიფრინავდა, მანძილი მხოლოდ 100 მეტრს შეადგენდა.
უპილოტო აპარატი ლაინერის პილოტებმა აღმოაჩინეს და დისპეტჩერებს შეატყობინეს, რომლებმაც შესაბამისი ზომები მიიღეს და თვითმფრინავმა მანევრი განახორციელა. ამჟამად პოლიცია მომხდარს იძიებს და დრონის მფლობელის ვინაობის დადგენას ცდილობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები