სირიის ავიაციამ იდლიბის პროვინციაში 38 „ბოევიკი“ გაანადგურა

სირიის სამთავრობო ძალების ავიაციამ იდლიბის პროვინციაში დაჯგუფება „ჯებხათ ან-ნუსრას“ შტაბ-ბინაზე ავიადარტყმა განახორციელა. შეტევის შედეგად 38 „ბოევიკი“ განადგურებულია, მათ შორის – საველე მეთუარი აბუ დუჯამა. ამის შესახებ სირიის სამთავრობო ძალების წყაროები იუწყებიან.
ამ დაჯგუფების შტაბ-ბინა სამსართულიან შენობაში იყო განთავსებული. „ბოევიკების“ შეკრების ადგილის დადგენა ადგილობრივი მოსახლეობისგან მიღებული ინფორმაციით გახდა შესაძლებელი.
მოკლული საველე მეთაური, რომელიც იდლიბში „ჰებხათ ან-ნუსრას“ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა, საუდის არაბეთის მოქალაქე იყო.
ქალაქი იდლიბი, რომლის მოსახლეობა 100 ათას ადამიანს შეადგენს, დაჯგუფების „ბოევიკებმა“ 28 მარტს აიღეს. ის რაკას შემდეგ მეორე ქალაქი გახდა, რომელიც „ბოევიკებმა“ მთლიანად დაიკავეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები