ალექსეი პუშკოვი უკრაინაში ახალ რევოლუციას ვარაუდობს

 

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე ალექსეი პუშკოვი ვარაუდობს, რომ „მემარჯვენე სექტორი“ უკრაინაში ახალ რევოლუციას გეგმავს.

პუშკოვი აცხადებს, რომ „მემარჯვენე სექტორის“ მიერ დაანონსებული აქცია, ე.წ. სახალხო ვეჩე, რომელიც კიევში, მაიდანზე უნდა გაიმართოს, შეიძლება ახალი რევოლუციით და უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს გადაყენებით დასრულდეს.

თავდაპირველად აქციის ჩატარება 19 ივლისისთვის იყო დაანონსებული, თუმცა შემდეგ ის გადაიდო. „მემარჯვენე სექტორის“ ლიდერმა დიმიტრი იაროშმა განაცხადა, რომ ამ შეკრებაზე უკრაინის მოსახლეობას ახალი რევოლუციური ცვლილებების გატარების ინიციატივით მიმართავს.

პუშკოვის აზრით, ამ რევოლუციური კარდინალური ცვლილებების საბოლოო მიზანია უკრაინის მოქმედი ხელისუფლების შეცვლა. რა მეთოდებით გეგმავენ იაროში და მისი თანამებრძოლები ამ მიზნის მიღწევას, ალექსეი პუშკოვი არ აკონკრეტებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები