სტამბოლში სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და სამი დაიჭრა

სტამბოლის ერთ-ერთ ბარში მომხდარი სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და სამი დაიჭრა. ამის შესახებ თურქული გამოცემა Hurriyet Daily News-ი იუწყება. სროლა დილის საათებში სტამბოლის შიშლის რაიონში მოხდა. ინციდენტის შედეგად ოთხი ადამიანი დაიჭრა, ხოლო ერთი მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.
შეგახსენებთ, რომ ორშაბათს თურქეთში ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ტერაქტი მოხდა, რომლის შედეგად 31 ადამიანი დაიღუპა. თურქეთის ხელისუფლება ვარაუდობს, რომ ტერქტი „ისლამურმა სახემწიფომ“ მოაწყო. თავდასხმა თურქ ქურთებზე მოხდა, რომლებიც სირიაში გამგზავრებას და ქალაქ კობანის აღდგებაში მონაწილეობის მიღებას გეგმავდნენ.
სამართალდამცველების ინფორმაციით, ტერორისტული აქტი, სავარაუდოდ, 18 წლის თვითმკვლელმა ტერორისტმა გოგომ მოაწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები