ჩრდილოეთ კორეა აშშ-თან ირანის მსგავსად შეთანხმების გაფორმებას არ აპირებს

ჩრდილოეთ კორეა არ აპირებს ისეთ დიალოგში მონაწილეობის მიღებას, რომელიც ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით გაიმართა. ამის შესახებ, სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.
„ეს არ არის ლოგიკური – ჩვენი და ირანული სიტუაციის ერთმანეთთან შედარება, ვინაიდან აშშ-ს შეიარაღებული ძალები ჩვენს მუდმივ პროვოცირებას ეწევიან“, – ნათქვამია განცხადებაში.
სამინისტროში განაცხადეს, რომ არ არიან არანაირი დიალოგით დაინტერესებულები, რომელიც ჩრდილოეთ კორეას ბირთვულ პროგრამაზე უარის თქმისკენ მოუწოდებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები