მიხეილ სააკაშვილმა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტთან მემორანდუმს მოაწერა ხელი

ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტთან მემორანდუმს მოწერა ხელი. შეერთებული შტატების მხრიდან დოკუმენტს ხელი მოაწერა სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ უილიამ ბრაუნფილდმა. მემორანდუმის თანამხმად, აშშ დაეხმარება ოდესას ახალი საპატრულო პოლიციის მომზადებაში, ასევე ხელს შეუწყობს კორუფციასთან ბრძოლას.
„რეგიონის შინაგან საქმეთა სამმართველოში შეიქმნება კორუფციასთან ბრძოლის სპეციალური ქვედანაყოფი და სახელმწიფო დეპარტამენტი ერთ-ერთი სააგენტოს მეშვეობით ამ ჯგუფს მუშაობის პროცესში დაეხმარება“, – განაცხადა სააკაშვილმა.
გარდა ამისა, ოდესაში ჩავიდნენ საპატრულო პოლიციელები კალიფორნიიდან, რომლებიც ადგილობრივ საპატრულო პოლიცილებს მოამზადებენ. ეს პოლიციელები ოდესის ქუჩებში აგვისტოს ბოლოს უნდა გამოჩნდნენ.
სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ამერიკელების დახმარებით ის გეგმავს ოდესის პორტში არსებული კორუფციის პრობლემების მოგვარებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები