ჯო ბაიდენმა ძაღლთან თამაშის დროს ტრავმა მიიღო
აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა საკუთარ ძაღლთან თამაშის დროს ტრავმა მიიღო. ამის შესახებ სააგენტო „ასოშიეიტედ პრესი“ იუწყება.
ორშაბათს ჟურნალისტებმა დააფიქსირეს, რომ ბაიდენს ქვედა ტუჩთან სისხლჩაქცევა შეენიშნებოდა. მისმა პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ პოლიტიკოსმა ტრავმა ძაღლთან თამაშის დროს მიიღო.
ბაიდენების ოჯახს ჰყავს გერმანული ნაგაზი, სახელად ჩემპიონი. ეს ძაღლი არაერთხელ გამოჩენილა ვიცე-პრეზიდენტის რეზიდენციაში ოფიციალური ღონისძიებების დროს.
შეგახსენებთ, რომ მაისის ბოლოს აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ ფეხი მოიტეხა. ეს ტრავმა მან საფრანგეთში ველოსიპედზე სეირნობის დროს მიიღო.