სააკაშვილმა მარია გაიდარს გამოსაცდელი ვადა მისცა
ოდესის ოლქის ვიცე-გუბერნატორის პოსტზე დანიშნულ მარია გაიდარს მოუწევს 3-თვიანი გამოსაცდელი ვადის გავლა. ამის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იყო მიხეილ სააკაშვილის და ოდესის რეგიონის წარმომადგენლების შეხვედრაზე. ინფორმაციას ოდესის კრიზისების მედიაცენტრი ავრცელებს.
„გაიდარი იქნება საოლქო ადმინისტრაციის თავმჯდომარის მოადგილე თავისუფალი მანდატით და 3-თვიანი გამოსაცდელი ვადით“, – ნათქვამია ამ ინფორმაციაში.
მარია გაიდარი ოდესის ოლქის ვიცე-გუბერნატორად 17 ივლისს დაინიშნა. სააკაშვილის ადმინისტრაციაში ის სოციალურ სფეროზე იქნება პასუხისმგებელი.
20 ივლისს ოდესელების ჯგუფმა ადმინისტრაციის შენობასთან გაიდარის დანიშვნის წინააღმდეგ აქცია გამართა.