ჩინეთში აფეთქების შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა
2 ადამიანი დაიღუპა და 24 დაიჭრა აღმოსავლეთ ჩინეთის პროვინცია შანდუნის ერთ-ერთ პარკში მომხდარი აფეთქების შედეგად. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „სინჰუა“ ავრცელებს.
ადგილობრივი ადმინისტრაციის მონაცემებით, აფეთქება საღამოს თერთმეტის ნახევარზე მოხდა, როდესაც პარკში საკმაოდ ბევრი ადამიანი იმყოფებოდა.
გამოძიების წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება 33 წლის ადგილობრივმა მკვიდრმა სე სინტანმა მოაწყო, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. ტერაქტის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.