რაკეტა Falcon 9-ის ავარიის სავარაუდო მიზეზი დასახელდა

კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელმა და დირექტორმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ 28 ივნისს რაკეტა Falcon 9-ს კატასტროფის მიზეზი, სავარაუდოდ, ჰელიუმის ბალონის სამაგრის გაუმართაობა გახდა. „სავარაუდოდ, ეს სამაგრი გატყდა. ამის გამო ბალონი დიდი სიჩქარით შეეჯახა ჟანგბადის ავზს“, – განაცხადა მასკმა პრესკონფერენციაზე, რომელიც კატასტროფის მიზეზების გამოძიებას მიეძღვნა.
მისი ინფრომაციით, ჰელიუმის ბალონის „გასროლა“ Falcon 9-ს გაშვებიდან დაახლოებით ორ წუთში მოხდა. სამაგრის დაზიანების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, შესაძლოა, ეს ქარხნული წუნი იყო. კომპანია SpaxeX-ის რაკეტა Falcon 9-მ, რომელსაც ორბიტაზე სატვირთო ხომალდი Dragon-ი უნდა გაეყვანა, აფრენიდან რამდენიმე წუთში კატასტროფა განიცადა. მას საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ტვირთი უნდა ჩაეტანა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები