აშშ-მ ირანი „მტრის“ კატეგორიიდან „მოწინააღმდეგეთა“ კატეგორიაში გადაიყვანა
ამერიკისთვის ირანი უკვე მტერი კი არა, მოწინააღმდეგეა. ვაშინგტონი იმედოვნებს, რომ ბირთვულ პროგრამაზე მიღწეული შეთანხმების შედეგად ის სხვა ქვეყნებისთვისაც ბევრად უფრო უსაფრთხო გახდება. ამის შესახებ „სი-ბი-ესთან“ ინტერვიუში აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ განაცხადა.
„ჩვენ ჯერ კიდევ ვრჩებით მოწინააღმდეგეებად და არა ვართ არც მეგობრები, არც მოკავშირეები. ვაშინგტონში იციან, რომ ირანის სულიერი ლიდერი აიათოლა ხომეინი შეერთებული შტატების მიმართ მტრულ განცხადებებს განაგრძობს. ამიტომ ბარაკ ობამას ადმინისტრაციაში ისლამური რესპუბლიკის პოლიტიკის მიმართ ილუზიები არ არსებობს“, – განაცხადა კერიმ.
სახელმწიფო მდივნის თქმით, აშშ ირანთან პოლიტიკური ურთიერთობების გაუმჯობესების საკითხის განსახილველად მზად არის. ამასთანავე, მისი თქმით, ვენაში მიღწეული შეთანხმების მიზანი ორმხრივი უერთიერთობების მოგვარება არ ყოფილა, თუმცა ვაშინგტონის მიერ ამისთვის ნებისმიერი დიპლომატიური შესაძლებლობის არგამოყენება სწორი არ იქნებოდა.
აშშ-მ და ირანმა დიპლომატიური ურთიერთობები 1979 წლის ნოემბერში გაწყვიტეს თეირანში ამერიკის საელჩოში მძევლების აყვანის შემდეგ.