ირაკლი ღარიბაშვილი ბელგიელ ხალხს ეროვნულ დღესასწაულს ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბელგიის სამეფოს პრემიერ-მინისტრ შარლ მიშელს და ბელგიელ ხალხს ეროვნულ დღესასწაულს ულოცავს.
“ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ მტკიცე მხარდაჭერას, რომელსაც თქვენ უცხადებთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. დარწმუნებული ვარ, ურთიერთგაგება და ნდობა ჩვენს ქვეყნებს შორის კიდევ უფრო გაღრმავდება და გარდაიქმნება გრძელვადიან პარტნიორობად ორივე ქვეყნის სასიკეთოდ. კიდევ ერთხელ, ვსარგებლობ შემთხვევით და გისურვებთ წარმატებას თქვენს საქმიანობაში, რომელიც მიმართულია ჩვენი მეგობარი ხალხის – ბელგიის სამეფოს მოქალაქეების მშვიდობის და კეთილდღეობის უზრუნველყოფისკენ”, – ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის მილოცვაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები