სოფელ საღრაშენთან მეწყერული პროცესების შედეგად გზის სავალი ნაწილი ჩაწყდა

კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის მე-18 კილომეტრზე (სოფ. საღრაშენის მიმდებარედ) მეწყერული პროცესების შედეგად ჩაწყდა გზის სავალი ნაწილის მარცხენა სამოძრაო ზოლი, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება კოდა-მარნეულის, მარნეული-თეთრიწყაროს და ფარცხისი-თეთრიწყაროს საავტომობილო გზების გავლით.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები