ექსპერტები „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ ქიმიური იარაღის გამოყენებაზე საუბრობენ
დიდი ბრიტანეთის ორმა ორგანიზაციამ, რომლებიც იარაღის საკითხებში კვლევებს აწარმოებენ, განაცხადეს, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკები“ ქიმიურ იარაღს იყენებენ. ამის შესახებ CNN-ი იუწყება.
Conflict Armament Research-ის და Sahan Research-ის ექსპერტებმა ერაყსა და სირიაში სამი ჭურვის აფეთქების ადგილი შეისწავლეს. მათ აფეთქებულ ჭურვებში ქლორის და ფოსფინის არსებობა დააფიქსირეს.
„ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკებს“ აკრძალული ქიმიური იარაღის გამოყენებაში არაერთხელ ადანაშაულებდნენ. 2015 წლის მარტში ერაყის ჩრდილოეთ ნაწილში ქურთებთან ბრძოლის დროს ტერორისტებმა ტოქსიკური ქლორის შემცველი ფუგასები გამოიყენეს. მიმდინარე წლის ივნისში კი ავსტრალიის ხელისუფლებამ „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ ქიმიური იარაღის შექმნის მცდელობებზე ისაუბრა. ავსტრალიის დაზვერვის მონაცემებით, ამისთვის ტერორისტული დაჯგუფება მაღალკვალიფიციური სპეციალისტების გადაბირებას ეწევა.