აშშ-ს ოჰაიოს შტატში წყალდიდობის შედეგად დედა და ორი შვილი დაიღუპნენ
ოჰაიოს შტატის დასახლება ჯორჯტაუნში მომხდარ წყალდიდობას დედა და მისი ორი შვილი ემსხვერპლნენ. ამის შესახებ სააგენტო „ასოშიეიტედ პრესი“ იუწყება.
როგორც ადგილობრივი ხელისუფლება იტყობინება, ოჯახის წევრებმა წვიმას ავტომობილში შეაფარეს თავი, რომელიც მდინარე რედ ოუკის ნაპირზე იდგა. სწორედ ამ დროს კოკისპირული წვიმის შედეგად მოვარდნილმა წყალმა „ფურგონი“ მდინარეში წაიღო. მამა და ორი შვილი მაშველებმა ორი საათის შემდეგ გადაარჩინეს. დედა და კიდევ ორი შვილი კი დაიღუპნენ.
სპეციალისტების ინფორმაციით, 1 საათში ჯორჯტაუნში 100 მილიმეტრის ნალექი მოვიდა. ზოგიერთ ადგილას წყლის სიმაღლემ 180 სანტიმეტრს მიაღწია.