გაეროს უშიშროების საბჭომ ირანის ბირთვულ პროგრამაზე მიღწეულ შეთანხმებას მხარი დაუჭირა
გაეროს უშიშროების საბჭომ ერთხმად დაუჭირა მხარი ირანის ბირთვულ პროგრამაზე მიღწეულ შეთანხმებას. სააგენტო „როიტერის“ ცნობით, „ისლამურ რესპუბლიკას“ გაეროს მიერ დაწესებული სანქციები 10 წლის შემდეგ გაუუქმდება თეირანის მიერ ყველა მოთხოვნის შესრულების შემთხვევაში.
მოლაპარაკება ე.წ. ექვსეულს და ირანის წარმომადგენლებს შორის ვენაში 14 ივლისს დასრულდა. ამით მოხდა შეთახმების გაფორმება ირანის ბირთვულ პროგრამაზე, რაზეც მოლაპარაკება ფაქტობრივად 13 წელი გრძელდებოდა. დასავლეთის სახელმწიფოთა წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ამჟამად „ირანისთვის ბირთვული იარაღის წარმოების ყველა გზა გადაკეტილია“.