სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერია განადგურებული

„ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი საველე მეთაური და კიდევ ხუთი „ბოევიკი“ სირიის ქალაქ ხასაკასთან ავიადარტყმის შედეგად გაანადგურეს. ამის შესახებ ინფორმაცია სირიის ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო საბჭომ გაავრცელა. ამ ცნობების მიხედვით, ავტომობილში, რომლითაც ექსტრემისტები გადაადგილდებოდნენ, საჰaერო ძალების მიერ გაშვებული რაკეტა მოხვდა. უფლებადამცველებმა ჯერჯერობით არ იციან, ვინ განახორციელა ავიადარტყმა – სირიის სამთავრობო ძალებმა თუ საერთაშორისო კოალიციამ აშშ-ს მეთაურობით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები