აშშ-ს საჰაერო ძალებმა შეცდომით ავღანეთის არმიის ბლოკსაგუშაგო დაბომბეს
10 ავღანელი ჯარისკაცი დაიღუპა აშშ-ს სამხედრო-საჰაერო ძალების მიერ ავღანეთის პროვინცია ლოგარში სამხედროების ბლოკსაგუშაგოს დაბომბვის შედეგად. ამის შესახებ სააგენტო „ფრანს პრესი“ ადგილობრივ ჩინოვნიკებზე დაყრდნობით იუწყება.
„ავიადარტყმა აშშ-ს სამხედრო ძალების ორმა ვერტმფრენმა განახორციელა. ბლოკსაგუშაგოს ცეცხლი გაუჩნდა. 10 ჯარისკაცი დაიღუპა“, – განუცხადა სააგენტოს რაიონის გუბერნატორმა მუჰამად რახიმ ამინმა.
როგორც ირკვევა, ბლოკსაგუშაგოს დაბომბვა უბედური შემთხვევაა, რომლის მიზეზი ცუდი კოორდინაციაა იმ რეგიონში, სადაც აქტიურია „თალიბანის“ „ბოევიკების“ მოქმედება. შეგახსენებთ, რომ გასული წლის დეკემბერში ნატომ ავღანეთში სამხედრო მისია დაასრულა და იქიდან შეიარაღებული ძალების დიდი ნაწილი გაიყვანა. მას შემდეგ „თალიბებს“, ძირითადად, ავღანეთის ადგილობრივი არმია და პოლიცია ებრძვის.