ბელორუსიაში მეხის დაცემის შედეგად 100-ზე მეტი ტონა სპირტი დაიწვა
ბელორუსიის ბრესტის რაიონში, სპირტის საწყობში მომხდარი ხანძრის შედეგად 110 ტონა სპირტი დაიწვა. ბელორუსიის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს ინფორმაციით, ხანძრის მიზეზი მეხის დაცემა გახდა.
სპირტის გარდა, განადგურდა შენობის სახურავი, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ასევე არ დაზიანდა კორპუსი, სადაც საწარმოო პროცესი მიმდინარეობდა.