„გომელაურის პირობებში ეს ორი სამინისტრო დაძმობილდა და ხელიხელჩაკიდებულნი ვმუშაობდით“

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი პრემიერის მიერ შს მინისტრის ვახტანგ გომელაურის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე წარდგენას გამოეხმაურა.
მისივე თქმით, შს მინისტრად გომელაურის დანიშვნა იუსტიციის სამინისტროსთვის  ძალიან დიდი სიხარული იყო. თეა წულუკიანმა მინისტრს წარმატებები უსურვა.
„როცა ვახტანგ გომელაური დაინიაშნა შს მინისტრად, ეს იუსტიციის სამინისტროისთვის და მინისტრისთვის, ყველა იუსტიციელისთვის ძალიან დიდი სიხარული იყო, იმიტომ რომ სწორედ გომელაურის პირობებში დაძმობილდა ეს ორი სამინისტრო და ხელიხელჩაკიდებულნი ვმუშაობდით. ამიტომ ვახტანგ გომელაურს, რომელიც არის ერთგული კაცი, რომლის ნდობაც შეიძლება და რომელსაც თანამშრომლობის ძალიან დიდი კულტურა აქვს, წარმატებებს ვუსურვებ“,-განაცხადა თეა წულუკიანმა. პრემიერმა შს მინისტრი ვახტანგ გომელაური სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დღეს წარადგინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები