დონალდ ტუსკი საზღვრისპირა სოფელს ეწვევა
ევროპის საბჭოს ხელმძღვანელი დონალდ ტუსკი საზღვრისპირა სოფელ ხურვალეთსაც ეწვევა.
ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა დავით კერესელიძემ დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა და დონალდ ტუსკის ვიზიტი მნიშვნელოვნად შეაფასა.
“მას ექნება საშუალება, გაემგზავროს იმ საოკუპაციო ხაზზე, კერძოდ – ხურვალეთში.
ვთვლით, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი, ვინაიდან ეს არის პირველი ვიზიტი. ამ რანგში ბატონი ტუსკი არის პირველად. ეს ევროკავშირის მხრიდან მხარდაჭერის ნათელი გამოხატულებაა”,- განაცხადა კერესელიძემ. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი საქართველოს დღეს ეწვევა. იგი პირველ შეხვედრას პრეზიდენტის სასახლეში გამართავს.