სერგეენკო გომელაურზე: რვა წელია, რაც ვიცნობ ამ ადამიანს და მის გამორჩეულ პროფესიონალიზმს

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკო პრემიერის მიერ შს მინისტრის ვახტანგ გომელაურის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე წარდგენას გამოეხმაურა.
დავით სერგეენკოს განცხადებით, ვახტანგ გომელაური ახალ თანამდებობაზე წარმატებული ხელმძღვანელი იქნება.
“რვა წელი იქნება, რაც ვიცნობ ამ ადამიანს. ვიცნობ მის მრავალ თვისებას. მის გამორჩეულ პროფესიონალიზმს. გამორჩეულ ადამიანობას, წესიერებას, პასუხისმგებლობას და მე ვფიქრობ, რომ ის , მართლაც, წარმატებული ხელმძღვანელი იქნება ქვეყნისთვის ასე მნიშვნელოვანი მიმართულების სათავეში”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
პრემიერმა შს მინისტრი ვახტანგ გომელაური სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დღეს წარადგინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები