სტამბოლში სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა

სტამბოლის ცენტრში სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა. სააგენტო IHA-ს ცნობით, სროლა ისტიკლიალის ქუჩაზე მოხდა. პოლიციის ინფორმაციით, ორ ჯგუფს შორის კონფლიქტი მოხდა, რა დროსაც ერთ-ერთმა მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო და კონფლიქტში მონაწილე ოთხი პირი დაჭრა. გარდა ამისა, ჭრილობა მიიღო უცხოელმა ტურისტმა, რომელიც ფეხში დაიჭრა. ტურისტის ეროვნება ჯერჯერობით უცნობია.
დაჭრილები საავადმყოფოში გადაიყვანეს, მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები