თურქეთში აფეთქების შედეგად სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა

თურქეთის ქალაქ სურუჩში მომხდარი აფეთქების შედეგად სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა და ათეულობით დაიჭრა. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება. სააგენტოს ცნობით, აფეთქება კულტურის ცენტრთან მდებარე კაფეში მოხდა.
აფეთქების შემდეგ კაფეს ხანძარი გაუჩნდა, შესაძლოა, მსხვერპლის რაოდენობა გაიზარდოს.
აფეთქების მიზეზები უცნობია. ერთ-ერთ ვერსიად სამართალდამცველები ტერორისტულ აქტს განიხილავენ. სურუჩი სირიის ქალაქ კობანიდან 10 კილომეტრში მდებარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები