„ოლიმპიადის დასრულების შემდეგ ობიექტების ერთი ნაწილი – საცხოვრებელი დევნილებს გადაეცემათ “

ოლიმპიადის დასრულების შემდეგ, ობიექტების ერთი ნაწილი, საცხოვრებელი დევნილებს გადაეცემათ, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მერმა აღნიშნა, ამ ტერიტორიის განვითარებისთვის 150 მილიონამდე ინვესტიცია ჩაიდო ჩინური კომპანიის მიერ.
მისივე თქმით, ოლიმპიური სოფელი არის ძალიან მნიშვნელოვანი ობიექტი, არა მხოლოდ ოლიმპიადის ჩატარებისა და ორგანიზებისთვის, არამედ გრძელვადიან პერსპექტივაში, საკუთრივ ქალაქისთვის.
“გარდა იმისა, რომ აქ, ოლიმპიადისთვის, ჩვენი სპორტსმენებისთვის, მათი მწვრთნელებისთვის ყველანაირი პირობაა, სასტუმროში განთავსდებიან სტუმრები. ხოლო ოლიმპიადის დასრულების შემდეგ, ობიექტების ერთი ნაწილი, საცხოვრებელი გადაეცემათ დევნილებს და მათი პრობლემები გვარდება, მეორე მხრივ, ქალაქს შეემეტა საკმაოდ სერიოზული სასტუმრო ძალიან კარგი მენეჯმენტით, ისევე როგორც ქალაქს შეემატა დამატებით კიდევ ერთი სპორტული დარბაზი ყველანაირი ატრიბუტიკით. 150 მილიონამდე ინვესტიცია ჩაიდო ჩინური კომპანიის მიერ კონკრეტულად ამ ტერიტორიის განვითარებისთვის. შედეგი სახეზეა. საკმაოდ მოწესრიგებული და განვითარებული ადგილი მივიღეთ, ნაცვლად აუთვისებელი ტერიტორიისა და ყამირისა, რაც აქ წლების განმავლობაში იყო”, – აღნიშნა დავით ნარმანიამ.
თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ოლიმპიური სოფელი დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა. პრემიერმა ოლიმპიური სოფლის მერის პოსტზე ფეხბურთელი ლევან კობიაშვილი წარადგინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები