პრემიერმა “ჰუალინგ ჯგუფის” პრეზიდენტს მშენებლობაში ჩადებული ინვესტიციისთვის მადლობა გადაუხადა
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოლიმპიური სოფლის მშენებლობაში ჩადებული ინვესტიციისთვის „ჰუალინგ ჯგუფის“ პრეზიდენტს მი ენხუას მადლობა გადაუხადა და დასძინა, რომ მას საქართველოში 500 მილიონ დოლარამდე აქვს დახარჯული.
ეს არის უმნიშვნელოვანესი ინვესტიცია ჩვენი ქვეყნისთვის. გასულ წელს ყველაზე მსხვილი ინვესტორი სწორედ ბატონი მი ენხუაიყო. ეს კომპლექსი მთლიანად აღჭურვილია ჩვენი ინვესტორის კომპანიების მიერ. ავეჯის ნაწილი წარმოებულია საქართველოში, ქუთაისის ფაბრიკაში, ნაწილი შემოტანილია. ასევე ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო კომპლექსი, კვების ობიექტი, სპორტული კომპლექსი, აუზი აშენებულია ჩვენი ინვესტორის მიერ. ჩვენ ძალიან ვაფასებთ მის ინვესტიციას საქართველოში დამზად ვართ, ხელი შევუწყოთ დამატებით სხვა პროექტების განსახორციელებლად”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
ოლიმპიური სოფელი დღეს ოფიციალურად გაიხსნა. გახსნის ცერემონიას პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო. მთავრობის მეთაურმა ათლეტების საცხოვრებელი ბინები, სოფლის სასადილო, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრი და ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო დაათვალიერა.