სააკაშვილი უკრაინის რადას დეპუტატს ეჩხუბა (ვიდეო)

ოდესის ოლქის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ქალაქ ჩერნიგოვში ყოფნის დროს უმაღლესი რადას დეპუტატს ბორის ფილატოვს ეჩხუბა. ფილატოვი ცნობილი უკრაინელი ოლიგარქის იგორ კოლომოისკის მოადგილე იყო, როდესაც ის დნეპროპეტროვსკის ოლქის გუნერნატორის პოსტს იკავებდა.
სააკაშვილი ჩერნიგოვში „პეტრო პოროშენკოს ბლოკის“ დეპუტატობის კანდიდატის სერგეი ბერეზენკოს მხარდასაჭერად ჩავიდა. კოლომოისკის კანდიდატი კი ვიქტორ კორბანია.
ჩერნიგოვში გამართულ ბრიფინგზე სააკაშვილმა ამ ქალაქში არსებული სიტუაცია 1960-იანი წლების აფრიკას შეადარა. მისი თქმით, კოლომოისკი-კორბანის დუეტი ქალაქში წიწიბურას და ბორშჩს არიგებს.
„არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე ბორშჩის დარიგება ადამიანების დამცირებაა. ასეთი რამ აფრიკაში გასული საუკუნის 60-იან წლებში ხდებოდა, მაშინ არჩევნების წინ ადამიანებს ერთ ცალ ფეხსაცმელს ართმევდნენ და მას „სწორად“ მიცემული ხმის მერე უბრუნებდნენ. მაგრამ ჩვენ ხომ 60-იანი წლების აფრიკაში კი არა, 21-ე საუკუნის ჩერნიგოვში ვართ“, – განაცხადა სააკაშვილმა.
ამის შემდეგ ჩერნიგოვის ქუჩაში სააკაშვილს და ბორის ფოლატოვს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ფოლატოვმა, რომელიც ჩერნიგოვში კოლომოისკის კანდიდატს უჭერს მხარს, ბერეზენკოს ჰკითხა – დაურიგა თუ არა მან უკვე ფული ამომრჩეველს? ამის შემდეგ კი სააკაშვილს მიმართა და უთხრა – „თქვენც დაარიგეთ ფული, მიხეილ“.
გარდა ამისა, ფილატოვმა ბერეზენკო ცინიზმში და ამომრჩევლის მოსყიდვაში დაადანაშულა. ამის საპასუხოდ სააკაშვილმა მას „გასიებული ნაბიჭვარი“ და „ბანდიტი“ უწოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები