დავით ნარმანია: გამოხატვის თავისუფლებასაც აქვს გარკვეული საზღვრები

დედაქალაქის მერი დავით ნარმანია პროექტ “პანორამა თბილისის” მოწინააღმდეგეთა აქციას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ გამოხატვის უფლება ყველა ადამიანს აქვს, თუმცა გამოხატვის თავისუფლებასაც გარკვეული საზღვრები აქვს.
მისივე თქმით, არავის აქვს უფლება, რომ უცენზურო სიტყვებით გამოვიდეს და ვინმეს მიმართოს. სწორედ ამიტომ იყო ადეკვატური რეაგირება სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან.
რაც შეეხება პროექტ „პანორამა თბილისს“, მისი თქმით, ქვეყანას ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაში დაეხმარება.
„რაც შეეხება „პანორამა თბილისის“ პროექტს, ამ პროექტს, მის თითოეულ ნიუანსს კარგად ვიცნობ. ეს არის საინტერესო პროექტი როგორც ეკონომიკური განვითარებისთვის, ასევე სოციალური თვალსაზრისით. საკმაოდ ბევრი ადამიანი საქმდება როგორც მშენებლობის, ასევე ექსპლუატაციის პროცესში და ნახევარ მილიარდამდე ინვესტიცია სერიოზულად აისახება როგორც დედაქალაქის, ასევე ქვეყნის ეკონომიკაზე“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
გუშინ დედაქალაქის საკრებულოსთან აქცია გაიმართა, რომელზეც მოქალაქეები „პანორამა თბილისის“ პროექტის განხორციელებას აპროტესტებდნენ. აქციის 10 მონაწილე პოლიციამ წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით დააკავა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები