გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა სტიქიის მიზეზებსა და შედეგებთან დაკავშირებით ანგარიში მოამზადეს

გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა 13-14 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიის მიზეზებსა და შედეგებთან დაკავშირებით ანგარიში მოამზადეს – ამის შესახებ „კვირას“ სამინისტროდან აცნობეს.
სამინისტროს ინფორმაციით, ანგარიში საზოგადოებას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა გააცნო.
კვლევების შედეგად დადგინდა, რომ 2015 წლის 13-14 ივნისს მდ. ვერეს ხეობის მარჯვენა ფერდობზე ადგილი ჰქონდა გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური პროცესების თანხვედრას, უხვი ატმოსფერული ნალექების მოსვლას თან დაერთო კლდეზვავების, მეწყერების, ღვარცოფების, მდინარეებში სიღრმითი და გვერდითი ეროზიების, წყალმოვარდნების, წყალდიდობების, დატბორვების და სეტყვის მასშტაბური განვითარება, რასაც მოჰყვა თანამდევი უარყოფოთი შედეგები და ადამიანთა მსხვერპლი.
სპეციალისტების მიერ საველე პირობებში მოპოვებული ინფორმაციისა და საფონდო (ისტორიული) გეოლოგიური და ჰიდროლოგიური მასალების ანალიზის საფუძველზე შედგაა წინასწარი ანგარიში, რომელშიც მოცემულია მდ. ვერეს ხეობაში ადრეულ წლებში განვითრებული კატასტროფების სტატისტიკური მონაცემები, სტიქიის გამომწვევი ბუნებრივი მიზეზები, ცალკეული უკიდურესად გართულებული უბნების გეოდინამიკური პირობები და შემუშავებულია რეკომენდაციები სამომავლოდ დამცავი ღონისძიების გასატარებლად, როგორც ახლო, ასევე საშუალო ვადიან პერსპექტივაში.
გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიისა და ჰიდროლოგიის დარგის სპეციალისტებმა მდ. ვერეს ხეობაში კატასტოფის განვითარების პირველივე წუთებში დაიწყეს სიტუაციის ადგილზე ოპერატიულად შეფასება, სტიქიის გამომწვევი მიზეზების შესწავლა, გადუდებელი დამცავი ღონისძიებების გასატარების მიზნით სპეციალისტები რეკომენდაციებს ადგილზე გასცემდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები