მარგველაშვილის ცოლისძმა დააკავეს – “არ ვსარგებლობ იმ ფაქტით, რომ პრეზიდენტის ცოლისძმა ვარ”

სამართალდამცავებმა ქუთაისში პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ცოლისძმა და მისი მეგობრები რამდენიმე საათი დააკავეს. ინფორმაციას ტელეკომპანია “მაესტრო“ ავრცელებს.
როგორც დაკავებულები აცხადებენ, ისინი სამეგრელოდან თბილისში მიდიოდნენ, რა დროსაც საპატრულო პოლიციამ, საგზაო წესების დარღვევის გამო, შეაჩერა, შემდეგ კი ნარკოლოგიურ ცენტრში გადაიყვანეს.
“მე არასდროს არ ვსარგებლობ იმ ფაქტით, რომ პრეზიდენტის ცოლისძმა ვარ. მე მხატვარი ვარ, ჩემი საქმე მაქვს და „მაკდონალდსთან“ ყავას ვსვამდი და დავარღვიე – პარკირება გავაკეთე არასწორად”, – განაცხადა მაკა ჩიჩუას ძმამ მიშა მგალობლიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები