აშშ და კუბა დღეიდან დიპლომატიურ ურთიერთობებს აღადგენენ

აშშ და კუბა დღეიდან, 54 – წლიანი პაუზის შემდეგ დიპლომატიურ ურთიერთობებს ოფიციალურად აღადგენენ. ვაშინგტონში კუბის საელჩოს გახსნის ცერემონია გაიმართება, რომელსაც კუბის საგარეო საქმეთა მინისტრი ბრუნო როდრიგესი დაესწრება. ჯერჯერობით უცნობია, როდის გაიხსნება აშშ-ს საელჩო ჰავანაში.
კუბის და აშშ-ს წარმომადგენლებმა ვაშინგტონში და ჰავანაში საელჩოების გახსნის შესახებ პირველად 1961 წლის შემდეგ განაცხადეს, როდესაც დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვეტილი იყო. მანამდე ვაშინგტონმა ჰავანას ყველა მოთხოვნა შეასრულა – კუბა ამოღებული იყო ტერორიზმის მხარდამჭერი ქვეყნების სიიდან, ასევე მოიხსნა გარკვეული შეზღუდვები ვაჭრობის სფეროში.
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჰავანასა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობების აღდგენას „ისტორიული მოვლენა“ უწოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები