არის თუ არა სააკაშვილის ახალი მოადგილე 13 წლის ბავშვის სიკვდილში გარეული – რას წერს ადგილობრივი მედია

“სააკაშვილის ახალგაზრდა მოადგილეს 13 წლის გოგოს სიკვდილში ადანაშაულებენ”, – ამ სათაურით სტატიას გაზეთი “პრაიმტაიმი” აქვეყნებს. გამოცემა სააკაშვილის ახლად დანიშნული მოადგილის მარია გაიდარის საბედისწერო ავარიის დახურული საქმის დეტალებს ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ახმაურებს.
“ინციდენტი კიროვში მოხდა, მილიცეისკაიასა და მარქსის ქუჩების გადაკვეთაზე 13 წლის გოგონა ავარიაში დაიღუპა. მედიაში წერენ, რომ გოგონას ვერცხლისფერმა ჯიპმა მაშინ დაარტყა, როცა იგი გზაზე გადადიოდა. დარტყმა იმდენად დიდი იყო, რომ ბავშვი შორს მოისროლა და მოპირდაპირედ მოძრავი ტროლეიბუსის ბორბლებთან დააგდო ისე, რომ ტროლეიბუსს მისთვის არ გადაუვლია, თუმცა საბოლოოდ სასამართლომ დამნაშავედ სწორედ ტროლეიბუსის მძღოლი ცნო და 2 შვილის დედა ციხეში დღემდე იხდის სასჯელს, იმაზე, რაც არ ჩაუდენია. მარია გაიდარი ამერიკაში წავიდა და პასუხისმგებლობას გაექცა.
კიროვში სწორედ მას აბრალებენ 13 წლის ბავშვის დაღუპვას. ამ დროს მარია გაიდარი კიროვში გუბერნატორის მოადგილე იყო. წერენ, რომ არიან თვითმხილველები, რომლებმაც დაინახეს, როგორ დაარტყა სკოლის მოსწავლეს ჯიპმა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
კიროვის გუბერნიაში ამტკიცებდნენ, რომ მარია გაიდარი საერთოდაც არ იმყოფებოდა კიროვში და არც ვერცხლისფერი ჯიპი ჰყავდა. მათი განმარტებით, გუბერნატორის მოადგილე ქალაქში “ოპელ ვეცტრათი” გადაადგილდებოდა”,-წერს “პრაიმტაიმი”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები