სააკაშვილი ცნობილ ოლიგარქს დაუპირისპირდა – “ჩემი მოსყიდვა შეუძლებელია”
ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინელი ოლიგარქი იგორ კოლომოისკი ოდესის პორტში კონტარაბანდას ეწევა. სააკაშვილის თქმით, მას შესაბამისი მტკიცებულებები გააჩნია. „მე ბევრი მტკიცებულება მაქვს და კოლომოისკი ამის გამო ძალიან ნერვიულობს. მან იცის, რომ ჩემი მოსყიდვაც და დაშინებაც შეუძლებელია“, – განუცხადა სააკაშვილმა უკრაინულ ტელეარხ „ТСН“-ს.
მისი თქმით, მილიციას, ყოველ შემთხვევაში, მის არაკორუმპირებულ ნაწილს, აქვს იმის მტკიცებულება, თუ როგორ ხდება გადასახადის დამალვა, ფულის გათეთრება და ტვირთის გადატანა საბაჟოზე. თუმცა სააკაშვილს არ დაუკონკრეტებია, აპირებს თუ არა სასამართლოში ამ მტკიცებულებების მიტანას.